როგორ დავძლიოთ კოვიდის შემდეგ დარჩენილი ხველის პრობლემა - რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან
ექიმი, ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალური ქსელის გამომწერებსა და მაყურებლებს ასწავლის რამდენიმე ხერხს, თუ როგორ უნდა დაძლიონ კოვიდის დროს ან შემდგომ შედარჩენილი მშრალი ხველის პრობლემა.
"კოვიდის შემდეგ ბევრ ადამიანს წუხებს მშრალი ხველის პრობლემა, ზოგს კოვიდის დროსაც აქვს ეს სიმპტომი. საქართველოში გამოყენებული ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირად ვერ აგვარებს ამ პრობლემას. ხშირად გაიგონებთ, რომ ადამიანები ამბობენ, რომ დალიეს ხველის საწინააღმდეგო წამლები, მაგრამ არ ეშველათ.
თუ ხველა კოვიდის დროს დაგეწყოთ და ერთი თვე არ აგილაგდა, იმის ალბათობა რომ ეს 6-9 თვე გაგრძელდეს ძალიან დიდია.
რჩევა პირველი - მიიღეთ ამ დროს საკმარისი რაოდენობის სითხე, რადგან როდესაც ორგანიზმში ტემპერატურა მაღალია, სითხე ორქთლდება, ამ დროს კი სასუნთქი გზები შრება და ადამიანი იწყებს ხველას.
რჩევა მეორე - ორთქლის ინჰალაცია, ეს არის იდეალური გზა, ვიდრე ხველის დამთრგუნავი პრეპარატები. აადუღეთ წყალი, გადაიფარეთ თავზე სპეციალური ნაჭერი და ისუნთქეთ ისეთი მანძილიდან, რომ სახე არ დაგეწვათ.
რჩევა მესამე - მიირთვით თაფლიანი ჩაი. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ერთ წლამდე ბავშვებში თაფლის მიცემა აკრძალულია. თუ გინდათ, რომ თაფლიანი ჩაი ეფექტური იყოს, ასევე შეიძლიათ დაუმატოთ პიტნა. ლიმონსაც თუ დაუმატებთ, თქვენ მიიღებთ ხველის საწინააღმდეგო იდეალურ კოქტეილს.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ მშრალი ხველის დროს, სადაც თქვენ ხართ ოთახში, არ უნდა მოიხმარდნენ ნიკოტინს, რადგან თქვენთვის ძალიან ცუდია.
ასევე კარგია, თუ ძილისას ერთ ბალიშს, მეორეს დაუმატებთ, ეს შეგიჩერებთ რეფლუქსს და ხველა შემცირდება.
თუ ნახველი გიგროვდებათ, თბილ წყალში ჩაყარეთ მცირეოდენი მარილი და გამოივლეთ ხახაში, მოგაშორებთ ლორწოს და შეგიმცირებთ ხველას.“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
