"ხელისუფლებავ, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა პროდუქტების ფასის ზრდას უახლოეს ხანებში ?"
მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ჩვეულებრივ, პურის გაძვირებას იწვევს რამდენიმე ფაქტორი:
1. ხორბლის ფასის ზრდა მსოფლიო ბაზარზე;
2. ელექტროენერგიის ფასის ზრდა;
3. ნავთობის ფასის ზრდა (ლოგისტიკისთვის საწვავის ფასიც იზრდება);
4. მუშახელის ხელფასის ზრდა;
5. გადასახადების ზრდა.
საფუარის, წყლის და მარილის ფასზე არაფერს ვამბობ, ის ძალიან მცირედ მოქმედებს პურის ფასზე.
ზემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან არცერთი არა თუ გაზრდილა, შემცირდა კიდეც. აბა, პურის ფასი რა ჯანდაბამ გაზარდა?
P.S. ძვირფასო ხელისუფლებავ, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა პროდუქტების ფასის ზრდას უახლოეს ხანებში ?"– წერს მამუკა გამყრელიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
