"წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა ჩვენმა გოგომ... ვერ დავამარცხეთ ეს ვერაგი კოვიდი"
"წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა ჩვენმა გოგომ... მასთან ერთად იბრძოდნენ ექიმები, ჩვენ, ყველანი... ვერ მოვიგეთ ეს ბრძოლა - ვერ დავამარცხეთ ეს ვერაგი კოვიდი", - კორონავირუსით გარდაცვლილი, 8 თვის ორსულის, ექიმ ნინო ნაცვლიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ოჯახის წევრი ემოციური პოსტით ეხმაურება.
"ჩვენი ოჯახის უდიდესი ტრაგედია - ჩვენი ულამაზესი და უსაყვარლესი, უთბილესი განსაკუთრებული, ნინო გარდაიცვალა..
შენ ხარ ნამდვილი გმირი გოგო - დაუჯერებელია რაც შენ.
იბრძოლე სიცოცხლისთვის...
ორსულობის 33 კვირას კოვიდი დაუდასტურდა.. (საჭირო გახდა ნაადრევი საკეისრო კვეთა, ბავში გაარჩინა)
წარმოუდგენლად ბევრი იბრძოლა ჩვენმა გოგომ... მასთან ერთად იბრძოდნენ ექიმები, ჩვენ, ყველანი... ვერ მოვიგეთ ეს ბრძოლა - ვერ დავამარცხეთ ეს ვერაგი კოვიდი, იმდენად გართულდა და ჩაითრია მთელი ორგანიზმი... სამწუხაროდ აცრას არ უკეთებდნენ ორსულებს მაგ დროს. დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.#გაუფრთხილდითერთმანეთს
#აიცერი", - წერს თინათინ ნიჟარაძე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
