ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და არაპოპულისტი მთავრობები - გიორგი ქადაგიძე
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება:
"სხვადასხვა ქვეყნებში აცრა სავალდებულოა:
1. საჯარო მოხელეებისთვის;
2. სამედიცინო პერსონალისთვის;
3. შეიარაღებული ძალებისთვის;
4. საპოლიციო ძალებისთვის;
5. რესტორნების, ბარების და სპორტ დარბაზების თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის;
6. ღამის კლუბების ვიზიტორებისთვის;
7. აშშ-ს ტოპ 25 უნივერსიტეტმა სავალდებულო გახადა აცრა სტუდენტებისთვის;
8. აცრის დამადასტურებელი ცნობა საჭიროა საჰაერო და სარკინიგზო გზით მგზავრობისთვის;
აქვე შეგახსენებთ, რომ ბავშვებში აცრის ვალდებულება თითქმის საუკუნეს ითვლის (წითელა, ყბაყურა, წითურა).
ასე იქცევიან პასუხისმგებლიანი და არაპოპულისტი მთავრობები!!!
პ.ს. უმეტეს ქვეყნებში აცრისგან თავისუფლდებიან პირები, სამედიცინო და რელიგიური მიზეზებით. ამ შემთხვევაში მათ ევალებათ წარადგინონ ყოველ კვირეული კოვიდ ტესტის შედეგი და მათზე ვრცელდება შეზღუდვები,"-წერს გიორგი ქადაგიძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
