რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით, ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც სააკაშვილი წერს, "ფეისბუქის" პირადი გვერდი გაუტეხეს და მის ნაცვლად პოსტი გამოაქვეყნეს.
"სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.
მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ.
რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე...", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე რამდენიმე საათის წინ პოსტი გამოქვეყნდა.
"როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და „ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად, ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1 000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება, "ივანიშვილი გკლავს", ეგეთ სტილში", - აღნიშნული იყო "ფეისბუქპოსტში".
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
