"იქნებ ეს რჩევები ჩვენ თვითონვე გამოვიყენოთ და ამდენი ადამიანი არ დაიღუპოს"
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ექიმი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეხმაურება.
"საქართველო ბოლო 7 დღის განმავლობაში სიკვდილობის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. მანამდე 4 ისეთი ქვეყანაა, გეოგრაფია კარგად თუ არ იცი, შეიძლება არც გქონდეს გაგონილი.
ჩვენ გვახსოვს, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები ჩვენ "გვთხოვდნენ რჩევებს კლინიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით" და ისე კარგად იმეცადინეს ამ ჩვენი რჩევებით, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენზე ბევრად უფრო გაუმჯობესებული აქვთ.
იქნებ ეს რჩევები ჩვენ თვითონვე გამოვიყენოთ და ამდენი ადამიანი არ დაიღუპოს კოვიდით:((( იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ უამრავი ადამიანი, ვისაც განსაკუთრებით მაღალი აქვს გართულებების და სიკვდილის რისკი, დღემდე აუცრელია:((.
ოპონენტები ნუ მოიშველიებთ სიკვდილობის ჯამურ ციფრებს პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ეს მაღალი მაჩვენებლები იმ ქვეყნებში იყო მაშინ, როცა ჯერ არაფერი იყო ცნობილი კოვიდის მართვაზე და უამრავი შეცდომა იყო კლინიკურ მენეჯმენტში, სანამ დაგროვდა გამოცდილება. ჩვენ კი სწორედ იმ ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიუხედავად გავასწარით სიკვდილობის მაჩვენებლებლებით.
ამიტომ ნაადრევ მეტიჩრობას ჯობდა და ახლაც ჯობია ყველა შემთხვევის დეტალური ანალიზი ხდებოდეს და შემდეგ რეაგირება, რომ სიტუაცია გამოსწორდეს", - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა