"ხელისუფლება რომ ხარ და იცი 900.000 ამომრჩეველმა უარი გითხრა ბოლო არჩევნებზე, ნეტა რას უნდა გრძნობდე?"
"რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ხელისუფლება რომ ხარ და რომ იცი, 900.000 ამომრჩეველმა უარი გითხრა ბოლო არჩევნებზე (იმაზე მეტმა, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოსვლისთვის დაგჭირდა) და ისიც რომ იცი, თვითონ როგორ აიღე ხმები და სინამდვილეში როგორი დაბალი მხარდაჭერა გაქვს, ნეტა რას უნდა გრძნობდე? კარგს არაფერს, დიდი ეჭვი მაქვს.
და ძალიან თავზე ხელაღებულობას რომ იწვევს შიში კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე მთავრობებისთვის და უმძიმეს შეცდომებს აშვებინებს, ეს ემპირიულად დადასტურებული ფაქტია საქართველოში.
ასე რომ, ძვირფასო ოპოზიციავ, მიმდინარე პოლიტიკური წელი იქნება უმძიმესი და ქვეყნის და მასში დარჩენილი დემოკრატიული პლატფორმების დაცვის პასუხისმგებლობა ახლა მთლიანად თქვენზეა.
ძირს კინკლაობა! ერთიანობის დროა! ან თქვენ გადაარჩენთ ქვეყანის დემოკრატიის მომავალს, ან ავტოკრატია გადაგვყლაპავს ყველას ერთად და მოგვისპობს ხვალინდელ დღეს!"– წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
