"გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება" - 90 წლის ბლოგერი
90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და პასუხი უარყოფითია.
ლამარა აბჟანდაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა აქვს გაკეთებული. ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაძლოა, ვაქცინაციასაც უკავშირდებოდეს.
"მე მგონი დავამარცხე ავადმყოფობა. დღეს უკვე კარგად ვარ. არ ვიცი, აცრამ მიშველა, თუ ჩემმა შემტევმა ხასიათმა. მოკლედ, არ ვუშინდები.
ტესტის პასუხი ახლახან გავიგე, უარყოფითია. გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება. ასეც მწამდა", - წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
