"ვტოვებ მაესტროს, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე" - ვაკო ავალიანი
ვაკო ავალიანი ტელეკომპანია "მაესტროს" აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს.
არხზე მუსიკოსი გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") ბრუნდება.
როგორც ავალიანი "ფეისბუქში" წერს, "მაესტროს" ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია.
"ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს". – წერს ვაკო ავალიანი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
