"ეს გრძნობა კიდევ უფრო მიმძაფრდება" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე
კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ღოღობერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კონკრეტულ ისტორიას იხსენებს და ადამიანური ურთიერთობების შესახებ წერს:
"მე ვარ ძალიან მეწვრილმანე ადამიანი და როცა საქმე ჩემ მანქანას ეხება, იქ ეს გრძნობა კიდევ უფრო მიმძაფრდება…
ჩემი მანქანა კიდევ შვილივით მიყვარს… ჰოდა, სანამ მანქანას გამიკეთებდნენ, ხელოსნებს და ბანკს ლამის სული ყელში ამოვუყვანე, იმდენჯერ ვაწუხებდი…
ჰოდა, როცა როგორც იქნა გააკეთეს და მივედი ჩემი მშვენიერის წამოსაყვანად, ადგილზე პირდაპირ დირექტორი დამხვდა… ვიფიქრე, ახლა ალბათ მაგინებს-მეთქი, მაგრამ ისე თბილად მიმიღო და ისე კარგად შემხვდა, გაოცებული დავრჩი…
ადამიანი ძალიან საყვარელი იყო და აქეთ მომიბოდიშა…
ამ პოსტით იმის თქმა მანდა, რომ ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც კი სიყვარულით და მშვიდობით მიდგომა უფრო მეტად დაფასებადია, ვიდრე ემოციებს აყოლა და აგრესიითვე პასუხი", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
