სიკვდილს ებრძვის... ახლა გამოდგნენ და ილოცონ - გიგა მაქარაშვილი
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტურისტზე ძალადობას ეხმაურება.
"ახლა გამოდგნენ და ილოცონ იმ პოლონელი ტურისტისთვის, საყურის გამო 4 ჭრილობა რომ მიაყენეს გულის არეში და ამ წამს სიკვდილს ებრძვის!", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, საპროტესტო აქციების მიმდინრეობისას თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მას თავს საყურის ტარების გამო დაესხნენ.
ტურისტის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
