ფადი ასლი ამირან გამყრელიძეს მიმართავს
ბიზნესმენი ფადი ასლი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რესტორნების მუშაობა ღამის 00:00 საათიდან კვლავ შეზღუდული რჩულება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ფადი ასლი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს კითხვით მიმართავს:
"18 წლის ასაკში ერთ გოგოს ვხვდებოდი, რომლის მშობლები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ მათ შვილს ღამ-ღამობით სახლის უკანა ეზოში ვაცილებდი.
ეს ძალიან მაწუხებდა, რადგანაც გეგმების შემოკლება გვიწევდა, რათა სახლში დროულად მისულიყო.
ერთხელ დედამისს ვკითხე: ‘ როგორ გგონიათ სექსით მხოლოდ ღამით კავდებიან?
დღეს კი ამირან გამყრელიძეს ვეკითხები: ვირუსით ინფიცირება მხოლოდ ღამით, რესტორმენის დახურვის შემდეგ ხდება?" - წერს ასლი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
