მარცხი არ არის განაჩენი - პეტრე კოლხი
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბედი არ არსებობს. მისი თქმით, ყველა დამიანი საკუთარ ბედისწერას თავად ქმნის.
ამასთან, სასულიერო პირის მტკიცებით, თუ ადამიანს არ უმართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორი გზით მიდის.
"ყველა სირთულის მიუხედავად შეგიძლია კარგად და ღირსეულად იცხოვრო.
ნუ იტყვი, რომ არ გიმართლებს, ბედი არ გაქვს. გახსოვდეს, რომ ბედი არ არსებობს. შენ თავს თავად ქმნი. შენ ხარ შენი ბედის მჭედელი.
არ გიმართლებს იმიტომ, რომ არასწორად მოქმედებ, არასწორი გზით მიდიხარ. ჯერ ის გზა აღმოაჩინე, რომელიც შენთვის შეიქმნა და მერე მიხვდები, ყველაფერი ძალიან მარტივად და ზუსტად ლაგდება.
ჯერ ის უნდა იცოდე, რა მისიისთვის ხარ გაჩენილი და მერე უფრო საინტერესო და საქმიანი იქნება შენი ცხოვრება.
ტყუილად იზიდავ დეპრესიას, სტრესს, არასწორად თამაშობ მსხვერპლის როლს. მარცხი არ არის განაჩენი. ის გამოცდილებაა და მოემზადე სიახლეებისთვის. ზოგადად მარცხი არ არსებობს, ყველაფრისგან რაღაცას სწავლობ, სიახლეს იძენ, რაც გეხმარება ახალი ნაბიჯის გადადგმაში.
ჯერ შენი თავი იპოვნე და მერე უფრო ადვილად მიაგნებ შენ ადგილს ამ სამყაროში!.." - წეს პეტრე კოლხი.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა