"მე მათ მხარეს ვარ და ვიქნები" - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ხუხაშვილი "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებსა და რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
"შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობის მომხრეთა პრაქტიკულად ყველა არგუმენტს ვიზიარებ.
ამასთანავე, მიმაჩნია რომ მთავარი ფასეულობა ამ ქვეყანაში ადამიანია. ის "შუქიც" მისთვის გვჭირდება.
და თუ ამ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ შუქი მისი საარსებო გარემოს ხარჯზე გვექნება, სვამს კითხვებს და პასუხად ტალახის სროლას, ცილისწამებას, შეურაცხყოფას იღებს ხალხისგან, რომელსაც ერთი დღეც არ უსუნთქია რიონის ხეობის ჰაერით, გამონაბოლქვით გაჟღენთილი ვაკის ჰავას არის მიჩვეული, კარგი განათლება მიიღო, კარგად ცხოვრობს, აბსოლუტურ ღირებულებად შუქი და შესაბამისი კომფორტი მიაჩნია.
არ აინტერესებს ამ ხალხის განცდა, თუნდაც მცდარი და უარგუმენტო - გიცხადებთ, რომ მე მათ მხარეს ვარ და ვიქნები.
სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, მარიტა მუსელიანს, მაკა სულაძეს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ უხეშად შეეხენ მათ საარსებო გარემოს, მათ წარსულს, აწმყოს და მომავალს", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
