"ჯგუფებად დაქუცმაცებას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ჩვენი ქვეყნის 30-ე დაბადებისდღე დგება ხვალ, ხუმრობა ხომ არაა, მრგვალი თარიღი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩემი ფრენდბრილიანტი Na Ti იტყოდა, ასაკი სულ არ გვეტყობა. ხოდა, აი ჰევ ე დრიმო, მარტინ ლუთერ კინგმა რომ თქვა, მეც მაქვს ოცნება, კრავი და მგელი ერთად ძოვდეს ამ ქვეყანაში. იმედი მაქვს, ვარლამ გოლეთიანს ეყოფა ალღოც და უპირველესად, სიყვარული, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა თანაბარმნიშვნელოვნად იგრძნოს და დააფასოს. თამარ მეფის კოსტუმში თუ შორტებში, ბუმბულებით თუ ხანჯლებით, როგორც არ უნდა გამოვიყურებოდეთ და ვისაც თავის თავზე უფრო შერეკილი სხვა არ უნდა ეჩვენებოდეს, სინამდვილეში, ყველა ერთად ვართ "ჩვენ" და ამიტომაც ვართ ნაირნაირები და საინტერესოები. მკაცრად უნდა გაესვას ხაზი, ვინც თავს დაესხმება სხვას, აგრესორი და პროვოკატორია და არ არსებობს მიზეზი, რომლითაც აგრესია გამართლდება. არც ჰესების გამეგება რამე და არც ბევრი რამის კიდევ, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფებად დაქუცმაცებას წერტილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას. ბედნიერი და ჩუხჩუხა დაბადებისდღე საქართველოს,"- წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
