“გარეჯი საქართველოა”, გელათი არაა, ხომ? - რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
"მონღოლების, ოსმანების, რუსების ბატონობას გაუძლო, 900 წლის განმავლობაში რაღაცით მაინც ხომ ხურავდნენ, იმდროინდელი მწირი “ტექნოლოგიებით”, რომ აქამდე მოეღწია. 21-ე საუკუნეში სახურავს რომ ვერ დააგებ, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჰიდროიზოლაციას რომ ვერ მოაბამ თავს, რას უნდა მოაბა თავი საერთოდ მაშინ.
გელათის ფრესკები თვალსა და ხელს შუა გვეცლება. გადადგებოდა კი არა, კინწისკვრით უნდა გაყრილიყო მთავრობა მხოლოდ ამ დანაშაულის გამო.
იმერეთიდან თბილისში ჩამოდიან მარშებით ბუნების დასაცავად. გელათი მაინც გამოიარონ. გარეჯის “მცველები” გელათს რატომ არ იცავენ? ე.წ. “ოჯახის სიწმინდის დღეებზე” ათასობით რომ გამოდიან ქუჩაში, ასი მაინც გამოვიდეს გელათის დასაცავად.
არ იზამენ ამას. ეს რომ ქნან, იქით მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი წამოიწევს, აქეთ ეკლესიის. ყველა დანაშულის უკან ხომ ადამიანები დგანან-საერო, სასულიერო, პოლიტიკური, არაპოლიტიკური. ვიღაცის ინტერესებს შეეხები. სადღაც ფულის ფაქტორიც იქნება, როგორც მუდმივი ფაქტორი. ამ ინტერესთა რთულ ხლართებში გახვეული აღმოჩნდა გელათი და ისე ჩამოიშალა ფრესკები, რომ გაპროტესტებაც კი არ ვაღირსეთ.
“გარეჯი საქართველოა”, გელათი არაა, ხომ?"- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
