გამოდის რომ მიშასთან ჰქონდათ დიდი გული და ბიძინასი ეშინიათ - კობა სუბელიანი
უსაფრთხოების ღვედის გაკეთება დავაწესეთ. დამრღვევი ჯარიმდებოდა 20 ლარით. სახე დაიხოკა იმ დროინდელმა ოპოზიციამ და ქოცობამ, ბიუჯეტს ავსებენო - ჩააგონებდნენ ხალხს. გაიკეთე ღვედი შე გონება სუსტო და ვეღარ შეავსებენ იმ ბიუჯეტს, ბოლო ბოლო თუ მართლა მასე გჯერა! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს.
"ხო და რასაც მე ახლა ჯარიმებს და დაჯარიმებულ ხალხს ვხედავ, თან იმხელა თანხებით, როგორ ითმენენ ან რატომ ითმენენ?! რამდენს იტანენ მართლა მიკვირს!
გამოდის რომ მიშასთან ჰქონდათ დიდი გული და ბიძინასი ეშინიათ...
რავიცი აბა, ამდენს როგორ ითმენენ.
შინაპატიმრობაში ცხოვრობენ და თან მშივრები.
არ ვიცი.
დათრგუნეს მასები რაღაცა მანქანებით და ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვის ( რაიონების და უბნების დონეზე ,,მოასპარეზე" გავლენიან ტიპებს ვგულისხმობ ,,პალაჟენია" რომ უჭირავთ) აი, მაგათ ძალიან ცუდი დღე დაადგებათ, როცა იქნება.
სულ ასე ხომ ვერ გაგრძელდება?! ოდესმე იფეთქებს სიტუაცია!"- წერს კობა სუბელიანი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
