"დღემდე დაუსჯელია შსს-ს და პრკურატურის ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს საქმე შეკერა"
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დღეს 1 წელი გავიდა დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან.
ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია ეს საქმე. დღემდე დაუსჯელია მკვლელობაში მონაწილე პიროვნება. დღემდე ხელს აფარებენ მირზა სუბელიანს, რომლის ქმედებებზე ამ საქმის ჩაფარცხვასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ დაწყებულა. დღემდე ხელს აფარებენ ფარცხალაძის დატოვებულ იერარქიას პროკურატურაში. დღემდე დაუსჯელია შსს-ს და პრკურატურის ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს საქმე შეკერა. ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიამ სრულიად ნათლად წარმოაჩინა.
სოლიდარობა ზაზას და თანაგრძნობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შარშან 1 დეკემბერს დათუნა და ლევანი მოუკლეს.
ეს საქმე ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება გამოძიებული."- წერს სერგი კაპანაძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
