"ერთხელ არ გამოუვიდა პუტინს და მეორედ მთელი მსოფლიოს თვალწინ კლავს" -ზაზა ბიბილაშვილი ალექსეი ნავალნზე
"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"პუტინმა ნავალნის მოკვლა სცადა. ორი ექიმის თავდადებითა და რაღაც სასწაულით, ნავალნი სიკვდილს გადაურჩა, გერმანიაში გაფრინდა, გამოკეთდა და დაბრუნდა რუსეთში. ჩაფრენისთანავე დაიჭირეს.
დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ - აი, ჩვენც რომ გვაქვს, ისეთმა - მას პატიმრობა მიუსაჯა, რაღაც ძველი და ხელოვნურად შეკერილი საქმისთვის. ამასობაში, საეჭვო გარემოებებში მოკვდა ნავალნის გადამრჩენელი ორივე ექიმი. მოკვდა რა, მოკლეს. თავად ნავალნი ისეთ დღეშია, წუთი-წუთზე შეიძლება გავიდეს მარილზე. ანუ ერთხელ არ გამოუვიდა პუტინს და მეორედ მთელი მსოფლიოს თვალწინ კლავს ტიპს. ბორის ნემცოვი რო მოკლა, იმაზე უფრო ცინიკურად. ჯერ მოკლა და მერე მისი საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე" აიყვანა - აი, როგორც ღარიბაშვილმა რაფალიანცის და კიწმარიშვილის საქმეები ხოდა, ბაიდენმა პუტინს მკვლელი რატომ უწოდა კი არა, ჩვენი პროდასავლური პრემიერი რას ამბობს უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე? 2014 წელს ოპოზიციას აბრალებდა ეგეთებს. ახლა სადაა? რატომ იგვიანებს? ბერასთვის დაურეკავთ რუსებს კორეაში, ბოდიში გვინდა, ჯიგაროო,"- წერს ის.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
