,,იქნებ უარესად არის საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ?!" - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოების პროტესტს ეხმაურება.
,,სამწუხაროდ, ნამახვანი ჰესის საკითხი "პრადვინუტი" საზოგადოების თვალში დასულია რამდენიმე "ჩამჭრელ" კითხვამდე და ეს რიტორიკული კითხვები ითვლება ჭეშმარიტების ფლობის გამოხატულებად.
ეს კითხვებია
“ აბა ჰესები არ გვჭირდება?”, “აბა ინვესტიციები არ გვჭირდება?”, “ენერგოდამოუკიდებლობა არ გვინდა?”, “აბა რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებული?”
ბატონებო, თუ კითხვებს სვამთ, მოკლე პასუხები მაინც მოისმინეთ.
- ჰესები გვჭირდება, მაგრამ უსაფრთხო და ეკონომიკურად დასაბუთებული.
- ინვესტორი გვჭირდება, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც გრძელვადიანი სახელმწიფო კონტრაქტით გარანტირებული აქვს ზემოგება, რისკი კი ნულის ტოლი აქვს.
ის რომ ჩვენი სისტემა ნამახვანის გარეშე რუსეთზე იქნება დამოკიდებული, არის დიდი ტყუილი.
ახლა რამდენიმე კითხვას მე დაგისვამთ დასაფიქრებლად:
თქვენი აზრით:
რატომ დანიშნა თვითონ ხელისუფლებამ დამატებითი ექსპერტიზა?
რამდენად ობიექტურია კომპანიისთვის გარანტირებული ტარიფი და ხომ არ არის მასში კორუფციული კომპონენტი?
იქნებ იმიტომ არ ჯდებიან შეხვედრაზე, რომ პასუხები უბრალოდ არა აქვთ?
კიდევ ბევრი კითხვაა, მაგრამ ახლა ესეც საკმარისია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ - იქნებ უარესად არის საქმე, ვიდრე თქვენ გგონიათ?", - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რიონის ხეობაში საზოგადოების პროტესტი გრძელდება.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა