"არჩევნები არ სცნეს, ვადამდელი საპარლამენტო მოითხოვეს და მიტინგი დაანონსეს, ფაქტობრივად გადატრიალებას ითხოვენ"
გიორგი უძილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ფილარმონიაში ნაციონალების ლიდერებმა მაინც სააკაშვილის ჭკუაზე გაიარეს _ არჩევნები არ სცნეს, ვადამდელი საპარლამენტო მოითხოვეს და მიტინგი დაანონსეს.
ნაც ლიდერებს არჩევანი არ ჰქონდათ, თუ სცნობდნენ არჩევნებს, მაშინ ემიჯნებოდნენ სააკაშვილს, რომელიც ჯარს და პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს და ფაქტიურად გადატრიალებას ითხოვს. სააკაშვილთან გამიჯვნა კი ნიშნავდა ნაციონალების ხელმძღვანელობის სრულ ბანკროტობას მათივე ელექტორატის თვალში.
მოკლედ, მარცხის ცნობით მთელი ეს გაერთიანებული ოპოზიცია თამაშგარე რჩებოდა, ამიტომ არჩიეს ისევ სააკაშვილის ჭკუაზე გავლა, ლეგიტიმური და უცხოეთის მიერ ცნობილი არჩევნების შედეგების არცნობა და კონფრონტაციაზე წასვლა. მათი მიზანი იქნება მაქსიმალური პროვოკაციულობა და ძალოვან სტრუქტურებთან შეჯახებების პროვოცირება უცხოეთის ყურადღების მისაქცევად.
ჩუგოშვილმა გრიგოლიასთან ძალიან მშვიდად თქვა _ არავის მივცემთ არევის უფლებას, დანარჩენი რამდენიც უნდათ გამოვიდნენ და აპროტესტონო.
გახარია ამას მოახერხებს, არ მისცემს არევის უფლებას.
ახლა საინტერესოა როგორ დაიძვრენს თავს სააკაშვილის ავანტიურისგან "ევროპული საქართველო".
თუ ეს პარტია მიიღებს მონაწილეობას ნაცების დაანონსებულ შეკრებაში, მაშინ მას მოუწევს შესაბამისი პასუხისმგებლობის გაზიარებაც. ბოკერიას და ბაქრაძის ხათრით სააკაშვილი არ დაჭკვიანდება. თუკი "ევროპული საქართველო" გაემიჯნება სააკაშვილს, ეს უკვე საბოლოო დაშორება იქნება.
ერთი ფაქტია, ევრონაცებს, განსხვავებით "ჯიბის კოალიციის" სხვა, პუსტაპუსტა პარტიებისგან, აქვთ არჩევანი. ბაქრაძეს და ბოკერიას შუაშიზმის და დიპლომატიის სივრცე არ რჩებათ, ან უნდა დარჩნენ სამართლებრივ, კონსტიტუციურ სივრცეში, ან უნდა ჩაყვნენ სააკაშვილის ავანტიურას,"- წერს გიორგი უძილაური.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო