რომელ ფსიქოტიპს მიეკუთვნებით - ნათია ფანჯიკიძის მოსაზრება
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დეპრესიული ფსიქოტიპები არასდროს გსაყვედურობენ, - "რატომ არ მომიკითხე" და თუ თვითონ იშვიათად გკითხულობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ იმდენად მნიშვნელოვნები არიან, რომ გაგიხარდებოდათ, რომ მოეკითხეთ.
ობსესიური ფსიქოტიპები რამდენჯერაც მოგიკითხავენ, იმდენჯერ ელიან უკუ-მოკითხვას და ვაი თქვენს ურთიერთობას, ბალანსი თუ დაარღვიეთ.
ისტერიული ფსიქოტიპები გკითხულობენ, გკითხულობენ, გკითხულობენ, გკითხულობენ, სანამ სულს არ ამოგხდიან და თუ პასუხი ან უკუმოკითხვა დაგიგვიანდათ, მინიმუმ იმედგაცრუებული, მაქსიმუმ განრისხებული არიან და ყველაფერს ეცდებიან საპასუხოდ თქვენი განწყობის გასაფუჭებლად.
ნარცისტული ფსიქოტიპები უმეტესწილად თქვენგან ელიან მოკითხვას და რამდენჯერაც არ უნდა მოიკითხოთ, მაინც ეცოტავებათ.
შიზოიდური ფსიქოტიპები საერთოდ ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ამდენი უწი-პუწი და წვრილმანი ყურადღება, მთავარი ხომ მსოფლმხედველობრივი თანხვედრაა. წლის დასაწყისში რომ მოგიკითხეს, მათი აზრით, საკმარისზე მეტია, გააცნობიეროთ, რომ არსობრივად სულერთი არ ხართ მათთვის.
პარანოიდული ფსიქოტიპები ზედმეტად თუ მოიკითხე, დაეჭვებული არიან, რამეში ხომ არ გინდათ მათი ბოროტად გამოყენება და ნაკლებად თუ მოიკითხე, ეჭვიანობენ, სხვაში ხომ არ გაცვალეთ.
შერეული ფსიქოტიპები ხან ერთ ჩიტს აფრენენ და ხან სხვას.
ხოდა, აფრენილებს და ჯერარაფრენილებს ერთად გაგვიმარჯოს.
ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია," - წერს ის.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა