,,ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!" - ანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ქართველი მეცო-სოპრანო აცხადებს, საქართველოში, საოპერო დადგმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება.
,,ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!
გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას, რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ, თორე...", - წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
