"უკვე დევს ივანიშვილთან მესამე ძალის სია, სადაც ისეთივე ახლადგამომცხვარ მედროვეთა კორიანტელია, როგორსაც ამდენი წელია ვუყურებთ"
ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"-- ჩემი მოლოდინი --
რას აღარ ვიმედოვნებთ ქართველები, რა ხავსს აღარ ვეჭიდებით და გვგონია, რომ გუშინ მარიხუანა-ბორდელიზაციის განმახორციელებელი ქოცნაცური მთავრობა რამე სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. პირიქით, სოროსის პარტნიორი და თანამოაზრე ივანიშვილი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა გაგრძელდეს განათლების დეგრადაცია, გენდერაღზრდის შეტანა საბავშვო ბაღებში, ქვეყნის გადაქცევა ნარკოკარტელად და სახელმწიფოს ისლამიზაცია--სინგაპურიზაციის ნეოლიბერალური პროცესი და სხვა, უკვე დაწყებული ანტიქართული პროექტები.
ყოველივე ამის ბოლომდე მიყვანას ივანიშვილი, ამ გაცვეთილი სახეებით და პოლიტიკური ძალით ვეღარ შეძლებს და ძალიან ძვირი დაუჯდება ხალხის ყურადღების გასაფანტი ყოველი ასეთი პოლიტ-სპექტაკლი. ამიტომ ის დაიწყებს მესამე ძალის დაფინანსებას, რომელიც ოპოზიციის ნიღბით და ვითომ სახელმწიფოებრივი ფაციფუცით შეეცდება დროის გაყვანას და 2020 წელს პარლამენტში შესვლას, ხოლო იქ პოზიციაგამაგრებული ეს ძალა მიზანმიმართულად განახორციელებს სოროსულ გეგმებს. ნუ ვიტყვით, რომ ეს ასე არ იქნება და კიდე ერთხელ არ მოვტყუვდებით ქართველები. ამ სამარცხვინო ,,არჩევნებმა,, აჩვენა, რომ სავალალო მდგომარეობაშია მოალაქეთა უმეტესობის სახელმწიფოებრივი აზროვნება.
დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დევს ივანიშვილთან მესამე ძალის სია, სადაც ისეთივე ახლადგამომცხვარ მედროვეთა კორიანტელია როგორსაც ამდენი წელია ვუყურებთ. სწორედ ახლა აირჩევენ ერიდან ძალას, რომელიც საქართველოს მესაფლავის მოვალეობას შეუსრულებს ნეოლიბერალებს... არადა ნამდვილი ძალის შექმნის მატერიალური რესურსი არ ჩანს.... ქართულ საქმეში თეთრის ჩამდები ხომ არავინაა
P.S. ნუ დაგვავიწყდება, რომ რამდენი წუთიც ემატება წუთს იმდენჯერ ურეცხავს ტვინს ჩვენ მომავალ თაობას ეს ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი განათლების სისტემა, ტელევიზიების დახმარებით... დრო ჩვენზე დიდი ხანია აღარ მუშაობს..."- წერს გურამ ქართველიშვილი.
ტეგები:
სიახლეები
- ბანერები წარწერით „იამაყე შენი ქვეყნით!“, „იამაყე ქართველობით!“ მოქალაქეებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოფინეს
- "საერთოდ არ მაინტერესებს მათი განცხადებები, არც მათი პლატფორმები ვისთან შეიკრიბებიან, როგორ და რანაირად" - კახა კალაძე ოპოზიციაზე
- ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
- ირაკლი კობახიძემ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა
- "ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა