ვაქცინაციის დროს ეს უნდა იცოდეთ! - გიორგი ფხაკაძე
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პროფესორი წერს, თუ რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა კორონავირუსის ვაქცინაციის დროს.
,,კოვიდ-ვაქცინაციის დროს უნდა იცოდეთ:
არ მიიღოთ ალკოჰოლო ვაქცინაციიამდე 2 დღით ადრე;
არ მიიღოთ ალკოჰოლი ვაქცინაციის დღიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში;
ზოგადად, შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება, რათა გაიძლიეროთ იმუნური სისტემა", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.
ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
