ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პროკურატურის განცხადებას ეხმაურება:
"სხვებისგან განსხვავებით, პროკურატურის განცხადება მომეწონა.
ჟურნალისტებს ბუნებრივია, არა თუ ვერ დაიჭერენ, წყაროს დასახელებასაც ვერ მოთხოვენ.
დანარჩენი გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ჩანაწერების დრო და ავთენტურობა. ამის გასარკვევად, ბუნებრივია უნდა დაიკითხონ მოქმედი პირებიც.
რადგან მოქმედი პირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ამ საქმეზე გამოძიება შესაძლოა თეორიულად გახდეს ახალი საქმის ინიცირების საფუძველი, რომლის ფიგურანტიც თვითონ შეიძლება იყოს, აუცილებელია მინიმუმ მისი უფლებამოსილების შეჩერება, რაც სასურველია თვითონ გააკეთოს.
ეს ხელისუფლებისთვისაც კარგია, რადგან ეჭვმიტანილი პრემიერი ოპოზიციისთვის საჩუქარია.
რაც მთავარია, შედეგების დამაჯერებლობიდან გამომდინარე, გავარკვევთ პროკურატურა ქართული სახელმწიფოს, თუ პარტიული მართლმსაჯულების ინსტიტუტია,"- წერს ის.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
