მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს - შარლ მიშელი
"საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ფეისბუქში“ წერს.
მისივე შეფასებით, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის არსებობა სამხრეთ ოსეთში იმის დასტურია, რომ ევროკავშირის ყოფნა ასეთ რეგიონში ზოგჯერ აუცილებელზე მეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი რეგიონებისთვის.
„მავთულხლართები ჰყოფს ოჯახებს და ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევს. ეს დაუშვებელია. მე კვლავ ვადასტურებ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან. მხარეებთან შეხვედრის შემდეგ, მე თითოეული მათგანი შეხვედრაზე მოვიწვიე, რაც მაგიდის გარშემო მსხდარ მხარეებს შორის სპონტანურ და ღია დებატებში გადაიზარდა.
ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
გადავწყვიტე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხების გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული.
დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის!" - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ თარგმანს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"