გახარიას გადადგომის ოთხი მიზეზი -ანა დოლიძე
მოძრაობა „ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება:
"გახარიას გადადგომის ოთხი მიზეზი:
1. გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის რაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო;
2. გახარია თავიდანვე იყო ნომინალური, მაღალრეიტინგული კაპიტალი, რომლის გამოყენება არ ხდებოდა და, შესაბამისად, შეიძლება მან გადაწყვიტა დროზე დაეხსნა თავი პასუხისმგებლობისგან, რომელიც მისი არ იქნებოდა - იგულისხმება მელიას დაჭერა;
3. ეს მაგონებს 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას, ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობას;
4. ვნახავთ მომავალში, ხომ არ არის ეს "ქართული ოცნების" შიგნიდან წამოსული მცდელობა, ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი,"- წერს ის.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
