უკვე ჩიხიც არ ჰქვია, აღარც ფსკერი და სიბნელე, ჯოჯოხეთში ვართ! - მამა პეტრე
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
" მარაზმში ვცხოვრობთ...
ბავშვი, რომელიც გააუპატიურეს, თავს იკლავს და ბაბუა ამბობს, ცოდვა გამოისყიდაო...
ასე მგონია, ქრისტეს მოძღვრებას კი არა, ძველ აღთქმას და კიდევ იმის იქით, ქვის ხანაში არსებულ წარმართობას ვეთაყვანებით...
ბავშვზე იძალადეს, სტრესს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, სწორედ იმიტომ, რომ უფრო დიდ ზეწოლას ვერ გაუძლებდა...
თვითმკვლელის საქციელი კი ოჯახის წევრმა შეაქო...
ძალიან მინდა ეს მდგომარეობა კარგად გაანალიზოთ და აღიქვათ...
რისთვის ვართ საერთოდ... რატომ გვაქვს პრეტენზია, რომ ეკლესიებს ვაშენებთ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ...
ამაზე გაჩუმება უფრო დიდ შეცდომებს გამოიწვევს...
მეუფენო, მამანო, მორწმუნენო, ურწმუნონო, ამაზე დავფიქრდეთ... ამ ტრაგედიას შევებრძოლოთ...
უკვე ჩიხიც არ ჰქვია, აღარც ფსკერი და სიბნელე, ჯოჯოხეთში ვართ!.."- წერს ის.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
