"პოლიციამ ადვოკატების უკანონო დაკავებებიც დაიწყო" - მიხეილ რამიშვილი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ადვოკატთა კორპუსს მიმართავს.
,,პოლიციამ ადვოკატების უკანონო დაკავებებიც დაიწყო, რადგანაც დისკომფორტი ექმნებათ, როდესაც მათი მხრიდან ჩადენილ უკანონობაში ხელს უშლის ადვოკატი. დღეს გავრცელდა მასმედიის საშუალებით ინფორმაცია, ჩვენი კოლეგა შოთა თუთბერიძე, როგორ ყავდა პოლიციას თავის დაცვისქვეშ მყოფთან ერთად, ვითომდა პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისთვის ორი საათით საპატრულო ავტომობილში ჩაკეტილი.
მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს და ადვოკატთა კორპუსს, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე თუ დარჩა და ჩვენ მარტო ლოდინის რეჟიმში ვიქნებით, მალე თავისუფლების და სამართლის ლოდინი გისოსებს მიღმა მოგვიწევს და ერთ-ერთი პირველთაგანი კანდიდატი ვიცი, რომ მე ვიქნები", - წერს მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
