"თურმე, "გარეჯი საქართველოა" - ლოზუნგი ყოფილა, რითაც "ოცნება" პოლიტიკოსებს აშანტაჟებს?!"
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ორი დღეა, სადემარკაციო კომისიის მუშაობის განახლების წინ, აზერბაიჯანულ მხარეს უგორებენ კოჭს, ჩვენი არააო.
თურმე, "გარეჯი საქართველოა", ლოზუნგი ყოფილა, რითაც ქართული ოცნება პოლიტიკოსებს აშანტაჟებს?!
ხომ გახსოვთ ადრე მიკროფონებით რომ დასდევდნენ პოლიტიკოსებს, "პუტინი ოკუპანტია თუ არაო?" ახლა პოლიტიკოსებს ყველა ინტერვიუს დროს დამატებით ჩაეკითხეთ ხოლმე "გარეჯი საქართველოა?"
იმათგან დაიწყეთ, გუშინწინ დარბაზში რომ ისხდნენ. ზოგიერთ წამყვანსაც მოუხდება.
"დავით გარეჯი საქართველოა", ლოზუნგი კი არაა, - დავით გარეჯი საქართველოა!" - წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
