"ამ ქვეყანაში ვერც ლექსი დაგიწერია და ვერც გიმღერია იმის შიშით, რომ ვინმეს პარტიაში არ ჩაგწერონ"
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რა სამარცხვინოა, მომღერლებს, ზოგადად ხელოვან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით რომ ახასიათებენ.
ამ ქვეყანაში ვერც ლექსი დაგიწერია და ვერც გიმღერია იმის შიშით, რომ ვინმეს პარტიაში არ ჩაგწერონ.
რა სამარცხვინოა, როდესაც გემოვნების და განსხვავებული აზრის გამო შეგიძლია ადამიანს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო, რომ ამით საკუთარი თავი საბოლოოდ დაისამარო.
ჩემი უკიდურესი ნდობა ჩემს ულამაზეს, უკეთილშობილეს, უნიჭიერეს ნათია თოდუას, რომელმაც აფხაზეთისთვის უფრო მეტი გააკეთა ვიდრე ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, ვიდრე ნებისმიერმა დიპლომატიამ.
მას ყველაზე მეტად ესმის, რას ნიშნავს ომი, ნგრევა, უსახლკარობა, თუ რას ნიშნავს ბულინგი. მას ყველაზე უკეთ გამოუცდია, საკუთარ მაგალითზე, როგორ შეიძლება ტენდენციურად დაგიწუნონ, დაგცინონ, გაიძულონ ქვეყანა დატოვო და უცხოობაში საკუთარი მომავალი ეძიო.
დიახ, ის პრაკტიკულად ორგზის დევნილი აღმოჩნდა, რაც მასზე დადებითად იმოქმედა. რომ არა ის სარკაზმი და ცინიზმი, ის დღეს გერმანიაში ასეთი წონიანი ხელოვანი ვერ იქნებოდა.
სამწუხაროდ ისიც უნდა ითქვას, რომ არც ეს გახარებია ბევრს. დაახლოებითი წარმოდგენა რომ ქონოდათ, თუ რა რელაური აღმოჩნდებოდა კონკიას ზღაპარი, გამარჯვებულადაც კი გამოაცხადებდნენ ოღონდ მსოფლიოს "უპატრონო გოგონა" არ გაეცნო.
ნათია, შენ ხარ ჩემი საქართველო!"– წერს მამა პეტრე.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
