"მანიაკებისთვის“ ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება, დაუშვებელია!“ - არქიმანდრიტი ილარიონ გარეჯელი
არქიმანდრიტი ილარიონ გარეჯელი წინასაარჩევნოდ მრევლს მიმართავს და წერს:
„სასულიერო პირის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიკავებ თავს პოლიტიკური განცხადებებისგან, რათა ვინმესთვის, ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანისთვის, დამაბრკოლებელი არ იყოს ჩემი „მიკერძოება“, რომელიმე „ძალის“ მიმართ. მაგრამ, რაც ახლა მინდა ვთქვა, ეხება მხოლოდ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. ჩემო მეგობრებო, შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი ფიქრობდეს და თქვას ასეთი სიტყვები: „ორი გვამი მინდა!“ „უიმედო პაციენტების მკურნალობა და მათი სიცოცხლის რამდენიმე თვით გაგრძელება, შავ ხვრელში გადაყრილი ფულია!“, „რაღა დროს გირგვლიანია?!“ და ა. შ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ადამიანი, რომელიც ამ აზრებს ეთანხმება და ამ პათოსს იზიარებს, რადიკალურად დაშორებულია ყოველგვარ ღვთაებრივს და სამუდამო სატანჯველისთვის ამზადებს საკუთარ სულს! „მანიაკებისთვის“ ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება, დაუშვებელია! P.S. რაც არ უნდა „გულუბრყვილოდ“ ჟღერდეს, არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში, ბევრი ფიქრობს ისე, როგორც მე, თქვენი მონა-მორჩილი!“,- წერს არქიმანდრიტი ილარიონი გარეჯელი.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
