"თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი... " - ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ლექსი მიუძღვნა
უმრავლესობასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტთა შორის აზრთა სხვადასხვაობას ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო პოსტიც ადასტურებს.
მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი "ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს მიმართავს და გალექსილ პოსტში მას სიმხდალეში სდებს ბრალს.
"მამუკა ხაზარაძეს:
თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი."
2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ,"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
როგორც ჩანს, ირაკლი ოქრუაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია "ლელოს" პოზიცია, რომლის შესახებაც ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"