ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა - ასეთი კომენტარი გააკეთა გასული წლის მარტის აქციების დროს დაკავებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ საქალაქო სასამართლოში, სადაც ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
როგორც მან აღნიშნა, ოჯახი ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისვლას გეგმავს.
„ჩვენ მოლოდინი გვქონდა, რომ ეს განაჩენი დადგებოდა. მის ნამუსზე იყოს ის, რაც გააკეთა და წინ დახვდეს ყველა ის კეთილი საქმე, რაც გაუკეთებია ჩვენს მოსამართლეს. აქედან მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მერე შევთანხმდებით და მივმართავთ ყველა ინსტანციას!“ - განაცხადა თამთა კალანდაძემ.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
“არა რუსულ კანონს”, – ამ დევიზით ქუთაისში, 12 აპრილს, 13:00 საათზე სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ.
პოლიციამ დააკავა სუპერმარკეტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის, „ნიკორას“ თანამშრომელი და მისი თანამზრახველი. მათ ბრალად ედებათ კლიენტის დაგროვილი ქულების დაუფლება და დახარჯვა. 20 და 21 წლის ახალგაზრდებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება... დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.