June 6, 2025

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი იხურება

1 ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  ფუნქციონირებას შეწყვეტს. ინფორმაციას ცენტრის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ავრცელებს .

მარიკა ვაჭარაძე ერთ-ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს შორის,რომლებმაც საჯაროდ გამოხატეს უკმაყოფილება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით და ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებას. 

 

,, სულ რამდენიმე კვირა გახდა საჭირო "შერწყმიდან" "ლიკვიდაციამდე"  და ამას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელსაც 8 თვის წინ "ღირსებით" მივყავდით ევროპისკენ.  პარადოქსია არა? მეტიც, და ეს ხდება, მაშინ, როცა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ავალებს "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსოლებუს ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციუს უზრუნველსაყოფად!" ალბათ,  საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ქონდეთ პარლამენტში ამ მუხლსაც ამოიღებდნენ...

 

28 ნოემბერს რა თქმა უნდა ,  შევუერთდი და ხელი მოვაწერე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას.
ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას. მადლობა ყველას ვინც იდეურად ჩემს გვერდით იდექით და მომავალშიც ჩემთან ერთად იბრძოლებთ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის." - 
წაკითხვა 120 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.