June 23, 2025

აპრილი 11 2023 წაკითხვა 611 ჯერ

ქუთაისის მუნიციპალიტეტში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100- ლარიანი ვაუჩერები დარიგდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

აპრილი 11 2023 წაკითხვა 350 ჯერ

12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,

 

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს,"- ნათქვამია განცხადებაში.

აპრილი 11 2023 წაკითხვა 319 ჯერ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ- ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114- კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აპრილი 10 2023 წაკითხვა 415 ჯერ

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე  ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

აპრილი 10 2023 წაკითხვა 332 ჯერ

აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აპრილი 10 2023 წაკითხვა 460 ჯერ

დღეს ვნების შვიდეულის_ დიდმარხვის ბოლო კვირის ორშაბათია. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძრებში პირველშეწირულ ძღვენთა წირვები სრულდება და მთელი სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება.

გვერდი 111 სულ 573
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.