ქუთაისში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ქუთაისში მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიური წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომპანიების წარმომადგენლები და სხვადასხვა სექტორის მომხმარებლები. 6 მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებები და უფლებების დარღვევის შემთხვევაში უწყებების მიერ რეაგირების ბერკეტები.
11-15 მარტს, საქართველოს მასშტაბით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე