მაისი 25 2022 წაკითხვა 599 ჯერ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალური მოედანი გადაიკეტება 25-დან 27 მაისამდე, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შეცვლილი სვლა-გეზით:


N1 L - ნაცვლად მანდარიას ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - აღმაშენებლის გამზირი (ბალახვნის ცენტრი), ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (რუსთაველის ხიდისა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლა გეზით.


N 3 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - თამარ მეფის ქუჩის, ფანჯიკიძის ქუჩისა (კინო " საქართველო") და წერეთლის ქუჩის გავლით, დადგენილი სვლა გეზით.


N 4 - ნაცვლად თამარ მეფის ქუჩის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - რუსთაველის გამზირი, წერეთლის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ტაბიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია), შემდეგ დადგენილი სვლა გეზით.


N19 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ასათიანის ქუჩის, აღმაშენებლის გამზირის, შანიძის ქუჩის, სოლომონ პირველის, საფიჩხიის მოედნის მიმართულებით, ხოლო უკან დაბრუნდება სოლომონ პირველის ქუჩის, თამარ მეფის ქუჩის, წერეთლის ქუჩის, აღმაშენებლის გამზირის, ნინოშვილის სკვერის, აღმაშენებლის გამზირისა და შემდეგ ასათიანის ქუჩის მიმართულებით.


N20 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს - რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან) თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით, დადგენილი სვლა გეზით.


N10 - ნაცვლად რუსთაველის გამზირის, ცენტრალური მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს- რუსთაველის გამზირიდან (წითელი ხიდისა და რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან) , სულხან-საბას გამზირის მიმართულებით, დადგენილი სვლა გეზით.


N5 - ნაცვლად ცენტრალური მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინე მხეიძეების ქუჩის გავლით.

მაისი 25 2022 წაკითხვა 712 ჯერ

26 მაისის აღსანიშნავად, იმერეთში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:

მაისი 25 2022 წაკითხვა 1057 ჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.

მაისი 24 2022 წაკითხვა 639 ჯერ

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

მაისი 24 2022 წაკითხვა 724 ჯერ

16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მაისი 23 2022 წაკითხვა 494 ჯერ

“საქართველოს ევროპული ფორუმის” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია დემოკრატიული ჯგუფების კონსოლიდაცია. სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გაერთიანება, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.

გვერდი 209 სულ 613
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.