საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.
ბოლო 3 წელში, ჯარისკაცებს და პოლიციელებს ხელფასი 45%-ით, ხოლო საჯარო მოხელეებს 30%-ზე მეტით გაეზარდათ - ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდნენ.
ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, ე.წ. სამების ხიდთან მძიმე ავარია მოხდა – შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და არსებულ მდგომარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემიშვილი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
