საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 19 ოქტომბრამდე გადაიდო.
ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში სწავლის პროცეში შეწყდა. მიზეზი მასწავლებლის Covid19-ით ინფიცირებაა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბაღებსა და სხვა დაწესებულებებში სკოლების მსგავსი მიდგომა იქნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.
სასწრაფო დახმარების ექიმებს კორონავირუსზე ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
