ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლადარჩეული წევრიდან 22 მანდატი "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, სამი კი - ოპოზიციას.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანებას აქვეყნებს.
სამოქალაქო აქტივისტმა, მასწავლებელმა ნინო დათაშვილმა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან ციხის ეზო ნელი ნაბიჯებით გაიარა.
,,დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას”,- ამის შესახებ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი აცხადებს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი დღეს საპატრიარქოში მისვლას გეგმავს, თუმცა თუ ეპარქიული კომისიის სხდომას მედია არ დაესწრება, ის ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“ (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
