Yandex Go-მ მუშაობა დღეს ქუთაისში დაიწყო. ქუთაისი მეოთხე ქალაქია საქართველოში, სადაც Yandex Go-ს სერვისი გამოჩნდა. მანქანის შესაკვეთად უნდა ჩამოტვირთოთ Yandex Go-ს აპლიკაცია, გახსნათ და მიუთითოთ სად გსურთ წასვლა. სერვისი თავად განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, „გეოლოკაციის“ ფუნქციის დახმარებით აპლიკაცია მარტივად პოულობს ახლომდებარე მძღოლს, რომელიც ყველაზე სწრაფად მოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 854 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%.
ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა.
დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
