სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას პასუხობენ, რომლის მიხედვითაც ამ მიმართულების საქმიანობისთვის გადასახადების გაზრდა 70%-მდე განიხილება და შეზღუდვებს დამატებითი რეგულაციები ემატება.
ხვალ, 12 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას გამართავს. მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის ტრანსლაცია მოხდება ტელეკომპანია "რიონის" პირდაპირ ეთერში და საკრებულოს Facebook გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 295 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.
ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
