პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო
პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირებაა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ, რათა ღამე რუსთაველის გამზირზე გაეტარებინათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
„მშვიდობიანად ვაპირებდით კარავი გაგვეშალა, მაგრამ ქურდულად, ზონდერებივით შემოგვეპარნენ პოლიციელები და კარავი წაიღეს. ვპირდებით ამ პოლიციელებს, რომლებიც ასეთ სამარცხვინო საქციელს ჩადიან, რომ მათ მუნდირს ჩვენ აღვადგენთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სიახლეები
- სამარხვო ოჯახური სოკოთი - ვიდეო
- პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღო, დაკავებულია ხუთი პირი
- "უნგრეთის გვერდის ავლით და ევროპული კანონმდებლობის დარღვევით ბრიუსელი დგამს ნაბიჯებს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისკენ, ეს ომის გამოცხადებაა"
- საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
