ავტობუსის კონტროლიორი კორონავირუსით დაინფიცირდა
თბილისში, ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,ეს თანამშრომელი 10 დღე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო აღარ გამოვიდა სამსახურში. მას არ ჰქონდა კონტაქტი არც მგზავრებთან და არც თანამშრომლებთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
