"ჩვენ ვერ ვიქნებით მშვიდად ვიდრე საკუთარ სამშობლოში დევნილი ერთი მოსახლე გვეყოლება"-ზაზა ლომინაძე
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციასა და მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად აღმაშენებლის 112 -ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრამებს რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვისაა.
"საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება უმძიმესია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა ამ ადამიანებისთვის:ათასობით დევნილი კეთილმოწყობილი ბინით დაკმაყოფილდა, მრავალი პროგრამა მუშაობს მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, პროფესიული გადამზადების, დასაქმების პროგრამები. ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღებაც არ აკლიათ. აღმაშენებლის #112-ში მალე დაიწყება ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული ლიფტების შეკეთების პროგრამა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება ვერ იქნება მშვიდად, სანამ თუნდაც ერთ ჩვენ თანამემამულეს ერქმევა დევნილი. ამ შეხვედრაზე იყო მძიმე თემებზე გულწრფელი და ემოციური დიალოგი,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი