"კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ქვას იღებს ხელში - ეს დასასრულის დასაწყისია" - გრიგოლია
სად იყავით მაშინ, როდესაც ჩვენ ვაშუქებდით ყველაფერს, რამაც თუნდაც ძველი ხელისუფლების წასვლა გამოიწვია, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
მან მარნეულში დაზარალებულ ჟურნალისტს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მოვა დრო, როდესაც ყველა მძიმედ აგებს პასუხს.
"სოლიდარობას ვუცხადებ ჯეიჰუნს. რეგიონში, სადაც ის მუშაობს, იყო ასეთი კრიტიკული და მწვავე, ეს არის გმირობა. იმ ნაძირლებს მინდა ვუთხრა, ვინც ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა ასეთ დღეში ჩააგდო - თქვენი დროც მოვა! აი თქვენ, ვინც გუშინ ჯეიჰუნს და მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხით, სად იყავით მაშინ, როდესაც ჩვენ ვაშუქებდით ყველაფერს, რამაც თუნდაც ძველი ხელისუფლების წასვლა გამოიწვია. თქვენ მაშინ წამოწოლილები და ტახტზე მიკოტრიალებულები იყავით დარწმუნებული ვარ და სწორედ იმ მიშას უკმევდით გუნდრუკს და უკრავდით ტაშს. კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ქვას იღებს ხელში - ეს დასასრულის დასაწყისია. მე გპირდებით, რომ მოვა ის დრო, როდესაც თქვენ მოგიწევთ მძიმედ აგოთ პასუხი იმაზე, რაც გუშინ დამართეთ ჟურნალისტს," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
