"რომ არა სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა, უსახლკაროდ დავრჩებოდით" - ნინო ჟვანია
"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.
ნინო ჟვანია მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეკიპაჟებმა დროულად და პროფესიონალურად იმუშავეს.
"წუხელ ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა და სახანძრო სამსახურის ოპერატიულობა რომ არა, უსახლკაროდ დავრჩებოდით. ძალიან პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობა", - წერს ნინო ჟვანია.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
