"ეს არ არის ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის რიგითი საქმე და რიგითი სამუშაო" - მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული.
უფლებათადამცველი პროკურატურას არ ენდობა და ის გამოძიების კითხვებს საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. შოთაძის უწყება ადვოკატს ბურუსით მოცული საქმის მტკიცებულებების გაყალბებას ედავება.
უწყებაში განმარტავენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზის პროცესში ადგილი არ ჰქონია ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერებას და გამოთხოვას, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს.
უწყების ინფორმაციით, მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დაილუქა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისივე თანხმობით.
"მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.
აქვე განვმარტავთ, რომ 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე," - აღნიშნულია უწყევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება თავად ადვოკატის პოზიციას, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
"ეს არ არის ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის რიგითი საქმე და რიგითი სამუშაო, ეს იგივეა, რაც ჩემი ოჯახის ტრაგედია. არა თუ ჩემი თავისუფლება, ჩემი სიცოცხლეც რომ შეეწიროს, ამ საქმეს გაუხსნელს არ დავტოვებ" - განაცხადა რამიშვილმა.
სიახლეები
- ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს
- “გილოცავთ აშშ-ის რეჟიმზე გამარჯვებას - ისლამურმა რესპუბლიკამ აშშ-ს სახეში ძლიერი სილა გააწნა” - აიათოლა ალი ხამენეი
- სამარხვო ტოლმა
- სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ
- “გელათის ტაძარს დღეს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით” - თინათინ რუხაძე